ხვალიდან საბავშვო ბაღებიც იწყებენ ფუნქციონირებას. ქართული ოცნების 11 წლიანი მმართველობის პირობებში ეს სფეროც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მიზეზი ასევე ქაოტური ურბანიზაციაა და ქალაქის თავის, კახა კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა, რომელიც იმის ნაცვლად რომ დედაქალაქის უპირველესი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, გლობალურ პოლიტიკაზე რბილად რომ ვთქვათ არც თუ კომპეტენტური შეფასებებით გამოირჩევა. სად დადიან, ან ვერ დადიან ჩვენი პატარები.. სესილი ბოჭოიძის სიუჟეტში ვკონცენტრირდით მშობლების მთავარ თავსატკივარზე - დედაქალაქის ბაღების ინფრასტრუქტურასა და მის ხელმისაწვდომობაზე. ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა რეგიონებში, რასაც დროება ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდება.
"საოცნებო ბაღები" - დროება
17 სექ 202320:47
3 წუთის საკითხავი